Wednesday, April 20, 2016

       IX დღე
   ტრენინგი იყო ძალიან კარგი,საინტერესო და განსხვავებული. დღეს გავაკეთეთ პრეზენტაციები,მივიღეთ შენიშვნები,მოვისმინეთ რეკომენდაციები, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ.ვეცდები მომავალში გამოვიყენოთ პროექტებით სწავლება.

Tuesday, April 19, 2016

          VIII დღე
 
 ძალიან საინტერესო და შრომატევადი იყო დღევანდელი დღე. ვისწავლეთ ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.თუ მოსწავლის ნაშრომი როგორ ვაქციოდ დამხმარე მასალად. ვისწავლეთ თუ როგორ აგვეტვირთვა ჩვენი ნაშრომი დრაივზე ჩვენივე პორტფოლიოში. ვფიქრობ, მეტად ნაყოფიერი იყო დღევანდელი დღე.

Friday, April 15, 2016

მე-7 დღე
  დღეს მივიღეთ უკუკავშირი შეფასების რუბრიკებზე. გავეცანი გარდნერისა მრავალმხრივი ინტელექტისა და ბლუმის ტაქსონომიის გათვალისწინებით მოსწავლეებისათვის დავალების მიცემა. გავეცანი პორტფოლიოს შეფასების რუბრიკებს,რის გათვალისწინებითაც შეფასდება ჩვენი პროექტის გეგმა.ვიმუშავეთ ბლოგზე,რაც ძალიან საინტერესო იყო;ბლოგზე დიზაინის შეცვლა,ჩანართების შექმნა.

Wednesday, April 13, 2016

 VIდღე
ტრენინგი იყო საინტერესო.დღეს მივიღეთ უკუკავშირი ჩვენს ნაშრომებზე. მომავალი ტრენინგისთვის აუცილებლად გავითვალისწინებ  შენიშვნებს.ვისწავლეთ ვიდეოების ჩამოტვირთვა და სურათების ჩასმა პრეზენტაციებში. გავეცანი პროექტის შეფასების რუბრიკას, რომელიც უნდა იყოს მორგებული მოსწავლეთა ნამუშევრებზე.
 ვეცდები სხვა დროისთვის პრეზენტაციები სწორედ ასე შევასრულო.

Sunday, April 10, 2016

  Vდღე
დღევანდელი ტრენინგი  ძალიან საინტერესო იყო.ვიმუშავეთ მოსწავლის სასწავლო ნიმუშზე. მართალია ძალიან რთული სამუშაო იყო, მაგრამ ხალისით ჩავერთე. გავიგე, რომ მსგავსი დავალების მიცემისას უნდა გავითვალისწინო მოსწავლეთა შესაძლებლობა, მივცე კარგი ინსტრუქცია და თანაბრად გადავანაწილო დავალებები.

Friday, April 8, 2016

დღევანდელი დღე იყო საინტერესო და ხალისით ვიმუშავეთ.გავეცანი პროექტის მსვლელობისას რა უნდა გავითვალისწინო, რომელი მეთოდები და ინსტრუმენტები უნდა გამოვიყენოთ. რაც დამეხმარება უფრო საინტერესო გავხადო მოსწავლეებისათვის მუშაობა.

Sunday, April 3, 2016

  IIIდღე
ტრენინგი ყოველდღიურად უფრო მეტად საინტერესოა. დღეს დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონზე მუშაობა.ვფიქრობ,მეტი უნდა ვიმუშაო ამ კუთხით.გამოვიჩინო დაკვირვება სწორად მიზანმიმართულად ჩამოვაყალიბო შერჩეული სტანდარტის მიზნები, დავსვა საკვანძო კითხვები.რაც დამეხმარება პროექტების სწორად დაგეგმვაში.